Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების დაფინანსების მექანიზმზე


პარტიების დაფინანსების მექანიზმზე
please wait

No media source currently available

0:00 0:39:33 0:00

10 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა პარტიების დაფინანსების მექანიზმზე და განმარტა - რა კანონიერი გზები არსებობს პარტიების დაფინანსებისთვის და რა შეიძლება იფარებოდეს ფორმალურად ლეგალური შემოწირულების უკან? გიგი ჩიხლაძემ მაგალითად მოიყვანა სქემა, როცა ფიზიკური ან იურიდიული პირი პარტიისთვის შესაწირი თანხის ლიმიტს აცდება და პარტიის ანგარიშზე მეტი თანხის შესატანად სხვა პირს მიმართავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს შემომწირველთა რეალურობას და თუკი ჩათვალა, რომ შემომწირველს არ აქვს შემოწირულების გამამართლებელი შემოსავლები, შეუდგება საკითხის შესწავლას. ფიქტიური შემომწირველობის დადასტურების შემთხვევაში, პირი ჯარიმდება შეწირული თანხის ორმაგიდან ათმაგ ოდენობამდე თანხით. ამიტომ, გიგი ჩიხლაძე აფრთხილებს მოქალაქეებს - არ ჩაერთონ ამგვარ სქემებში. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე სავარაუდო კორუფციულ ინტერესზე, როცა ზოგიერთი მსხვილი შემომწირველი სახელმწიფო ტენდერებში არაერთგზის გამარჯვებული და გამარტივებული შესყიდვების მონაწილეც არის. გიგი ჩიხლაძემ ილაპარაკა აგრეთვე პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების პრინციპებზე.

XS
SM
MD
LG