ზურაბ ბენდიანიშვილი აგვისტოს ომზე
8 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა "დევნილთა უფლებებისთვის". მან ილაპარაკა აგვისტოს ომის განმაპირობებელ ფაქტორებსა და მის შედეგებზე. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში - გოგა აფციაური და მან ილაპარაკა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე დევნილების ყოფაზე, მათ პრობლემებზე. ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ პრორუსული ძალები ადრინდელზე ღიად და მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა, მათ მიმართ სუსტი მხარდაჭერა იძლევა იმედს, რომ საქართველოს განვითარება შეუქცევადი პროცესია.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 29, 2024
აქციის დაშლა და ძალადობა დემონსტრანტებზე
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN