კრემლი აქებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, არ აუკრძალოს რუსეთის გუნდს წლევანდელ ოლიმპიადაში მონაწილეობა დოპინგით სარგებლობის სახელმწიფო სისტემის გამო. ოლიმპიური კომიტეტის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, სპორტის კონკრეტული სახეობების ფედერაციებზეა დამოკიდებული რუსი ათლეტების ოლიმპიადაზე დაშვება, ან არდაშვება. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გადაწყვეტილებას „პოზიტიური“ უწოდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება მოჰყვა ანგარიშს, რომელშიც დასაბუთებულია, რომ რუსი სპორტსმენები სახელმწიფოს ხელშეწყობით იღებენ დოპინგს და მოქმედებს ზომები დოპინგით სარგებლობის მიჩქმალვის მიზნით. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას კრიტიკული გამოხმაურებაც მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს, მაგალითად, მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჟოზეფ დე პენსიე. მისი შეფასებით, ეს არის „სამწუხარო დღე სუფთა სპორტისათვის“.
ყველაზე პოპულარული
1