ქალაქური ჩანახატები სოციალური ცვლილებებისთვის
25 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა. ლალისა და მისი პარტნიორების ორგანიზებით არტისტების ჯგუფი პერიოდულად სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს ქალაქური ჩანახატების გასაკეთებლად. ჩანახატების კეთება საჯარო სივრცეებში, იგივე ურბანსკეტჩინგი, მთელ მსოფლიოში პოპულარული მიმდინარეობაა და მიზნად ისახავს საზოგადოებას სხვადასხვა ადგილების, შენობებისა და პრობლემებისთვის მიაქცევინოს ყურადღება.