Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტული პროგრამა "მარათონი"


ყოველ შაბათს რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ სპორტული გადაცემა „მარათონი“. მისი ავტორი და წამყვანი დავით ქლიბაძე თავის სტუმრებთან ერთად გესაუბრებათ საქართველოს სპორტსმენთა მიღწევებსა თუ წარუმატებლობებზე, მსჯელობს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე; უყურადღებოდ არც რეგიონების სპორტულ ცხოვრებას ვტოვებთ; სისტემატურად მოგაწოდებთ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ემზადებიან საქართველოს სპორტსმენები დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის; ეთერს დავუთმობთ სპორტის ფუნქციონერებს, პოლიტიკოსებს, მთავრობის წარმომადგენლებს... გადაცემა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით მზადდება. „მარათონი“ მათთვისაა, ვისაც სპორტი უყვარს და აინტერესებს. უსმინეთ დავით ქლიბაძესა და მის სტუმრებს ყოველ შაბათს, 12 საათზე, სიხშირეზე FM 107,4.

XS
SM
MD
LG