Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანია: სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე ხმები რამდენჯერმე ხელახლა დაითვალეს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც ხმები რამდენჯერმე ხელახლა დაითვალეს. წინასწარი შედეგებით, ამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ 10 ხმით მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატს ამირან ლაგვილავას. ამ შედეგს მთელი საქართველოს შემობრუნება და ისტორიული გამარჯვება უწოდა ოდესის ოლქის გუბერნატორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. მან პარტიის კანდიდატს ვარადებულ ლაშხიას საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვება „სკაიპით“ მიულოცა.

XS
SM
MD
LG