ფემიციდის საქმეების განაჩენი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 4 აპრილს პრეზენტაცია გამართა და წარმოადგინა შედეგები კვლევისა „ფემიციდის საქმეების განაჩენები - 2014“. მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2014 წელს 34 ქალი მოკლეს, რომელთაგან 17 ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი იყო. გამოკვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში 2014 წლის მანძილზე მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების ანალიზს, ანუ იმის გამორკვევას, თუ რამდენად ადეკვატური იყო ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების რეაგირება ამ ტიპის დანაშაულებზე. გამოკვლევის ავტორთა თქმით, ფემიციდის საქმეებზე გამოტანილი 12 გამამტყუნებელი განაჩენის გაანალიზებამ ცხადყო, რომ სასამართლო და ბრალდების ორგანოები მნიშვნელოვანი ხარვეზებით მოქმედებენ ფემიციდის დანაშაულის იდენტიფიცირების, დანაშაულის მოტივის გამოკვეთის, კვალიფიკაციის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების განსაზღვრისა და დამნაშავისთვის სასჯელის შეფარდების დროს. დღევანდელ „გენდერულ ამბებში“ ისაუბრებენ. გადაცემის სტუმრები: თამარ დეკანოსიძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი; ნინო ჩიხლაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფემიციდის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.