"თანამედროვეობის დისკურსი" "სტუდია კამპუსში"
9 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ ნატალია ნებიერიძე და ალექსანდრე ჩუბინიძე. სტუმრები საუბრობდნენ "სტუდია კამპუსის" ახალი პროექტის - "თანამედროვეობის დისკურსის" - შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, მაგალითად: არქიტექტურაზე, რელიგიაზე, ქალაქგეგმარებასა და თანამედროვე ხელოვნებაზე. "კამპუსი" არის თავისუფალი სივრცე, რომელსაც არტისტები, არქიტექტორები და სტუდენტები ქმნიან ერთად.