ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი
ამოქმედდა ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი, რომელიც თბილისში ჩაწერილი უსახლკარო პირებისთვის არის განკუთვნილი. როგორც თავშესაფრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, იქ ახლა 150 ადამიანია (თითოეულ ოთახში ათი ბენეფიციარი). ისინი ძირითადად გადმოიყვანეს მოსკოვის პროსპექტზე მოწყობილი კარვებიდან, რომელიც თავშესაფრის ამუშავების შემდეგ დაშალეს. თავშესაფარი სულ 250 კაცზეა გათვლილი.