Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია იმუქრება, რომ უკან გააბრუნებს ათასობით მიგრანტს


გერმანია იმუქრება, რომ უკან გააბრუნებს ათასობით მიგრანტს ავღანეთსა და ბალკანეთიდან, მას შემდეგ რაც ქვეყნის საზღვარზე გადაჭარბებულად ბევრი ლტოლვილი ჩამოვიდა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის მკაცრი ტონი მოჰყვა გამოკითხვის შედეგებს, რომელიც მხარს უჭერს კანცლერის, ანგელა მერკელის სამწლიანი კონსერვატიული პოლიტიკის შეჩერებას ლტოლვილთა საკითხთან მიმართებაში. ასიათასობით მიგრანტი ჩავიდა წელს ევროპაში ძირითადად სირიიდან, ავღანეთსა და ერაყიდან, ასევე ბალკანეთიდან, რომელთა გერმანიაში ჩასვლის მთავარი მიზანი არის სამუშაო ადგილები. მეზიერის განცხადებით, ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა სწორედ ბალკანელ მიგრანტთა გამო. გერმანიის მიზანია შობამდე მოაგვაროს ლტოლვილების ირგვლივ მიმდინარე პროცესები. „ყველა, ვინც ვერ დაიმსახურებს დევნილის კვალიფიკაციას, გაგზავნილი იქნება უკან, სამშობლოში, ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება დეპორტაციისა და ნებაყოფლობითი გამგზავრების ფაქტები“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მათ შორის იქნებიან ბალკანელი მიგრანტები, რომელთაც გერმანიის დატოვება მოუწევთ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთიდან წამოსულია მიგრანტთა შემაშფოთებელი რაოდენობა, რომლის შესაჩერებლად გერმანიის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ქაბულთან. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, „ავღანელები უნდა დარჩნენ ავღანეთში“.

XS
SM
MD
LG