დღეს საქართველოში ჩავიდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა. წინასწარი ინფორმაციით, ის შეხვდება იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის პერიოდში შესაძლო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დასაწყებად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისგან ნებართვა 13 ოქტომბერს ითხოვა. პროკურორის განმარტებით, საკმარისად არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიარაღებული კონფლიქტისას ჩადენილი იყო სამხედრო და კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაული, მათ შორის, სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების გაძევება და მშვიდობისდამცველებზე თავდასხმა.
ყველაზე პოპულარული
1