თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ვერ მოითმენს რუსეთის ავიაციის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევას, სირიის საზღვართან ახლოს და ამბობს, რომ „თურქეთზე თავდასხმა ნატოზე თავდასხმას ნიშნავს.“ ერდოანმა 6 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა რუსეთის ავიაციის მიერ მის სივრცეში შეჭრაზე, რომელიც მოჰყვა რუსეთის მხრიდან სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას. "რუსეთი თუ თურქეთის მსგავს მეგობარს დაკარგავს - რომელთანაც ის ბევრ საკითხზე თანამშრომლობს - ის ამით ბევრს დაკარგავს და ეს რუსეთს უნდა ესმოდეს“ - განაცხადა ერდოანმა. თურქეთმა ორჯერ გამოიძახა ანკარაში რუსეთის ელჩი, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირის განმავლობაში რუსეთის საომარმა თვითმფრინავებმა ორჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე. მოსკოვი აცხადებს, რომ 3 ოქტომბერს მომხდარი დარღვევა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ცუდი ამინდის შედეგი იყო. ის ამბობს, რომ იძიებს ცნობებს 4 ოქტომბერს მომხდარი მეორე დარღვევის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1