Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტლოლტენბერგი. „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნით, საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან და ნატოს უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ეს ცენტი დაეხმარება საქართველოს შეიარღებულ ძალებს, რათა აამაღლოს ბრძოლისუნარიანობა და მზად იყოს 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG