ერევანში საპროტესტო აქცია დაარბიეს
სამშაბათს დილას ერევანში პოლიციამ ძალისა და სპეცტექნიკის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი მჯდომარე საპროტესტო აქცია, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მონაწილეებს ათი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი ერევნის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.