Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ვლადიმირ ბუკოვსკის ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებაში ადანაშაულებს


საბჭოთა კავშირის პერიოდის ცნობილი დისიდენტი, ვლადიმირ ბუკოვსკი უარყოფს დიდი ბრიტანეთის ბრალდებას, რომ უხამსი ფოტოები გადაუღო ბავშვებს. 5 მაისისთვის დაგეგმილ სასამართლო მოსმენაზე ბუკოვსკის 11 ბრალდებას წაუყენებენ არასრულწლოვანთა უხამსი ფოტოების დამზადებისა და შენახვისთვის. ბუკოვსკის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და სასამართლოში მტკიცედ დაიცავს თავს. 1976 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა იგი ჩილეს კომუნისტური პარტიის ლიდერსა და პოლიტპატიმარ ლუის კორვალანში გაცვალა, ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. 72 წლის ბუკოვსკი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და კრემლს ადანაშაულებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში. შარშან ბუკოვსკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის საელჩომ მას უარი უთხრა პასპორტის განახლებაზე. 1960 წლიდან მოყოლებული, ბუკოვსკიმ 12 წელი გაატარა საპატიმროებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის“. იგი პირველი იყო, ვინც საჯარო გახადა საბჭოთა კავშირის მიერ ფსიქიატრიული დაწესებულებების გამოყენება პოლიტიკური პატიმრების დასასჯელად.

XS
SM
MD
LG