სოსო ბარათაშვილი „კაბელების საქმეზე“
26 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი. მან ილაპარაკა ე.წ. „კაბელების საქმეზე“. სოსო ბარათაშვილმა მსმენელს მოუთხრო საქმის არსსა და პროცედურულ მიმდინარეობაზე. ადვოკატმა ილაპარაკა ექსპერტ ავთანდილ გუნთაიშვილზეც. როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნისთვის საექსპერტო კომპანიაში მისული ადვოკატებისთვის გუნთაიშვილს უთქვამს, რომ პროკურატურიდან ზეწოლის გამო იძულებული იყო უარი ეთქვა მისივე თანაავტორობით მომზადებული დასკვნის ხელმოწერაზე. გასული წლის 28 ოქტომბერს დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს არის ჩანიშნული.