ჩვენი სტუმარი: გიორგი ონიანი
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი. მან ილაპარაკა თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შესახებ, რომელიც ქალაქის მერის ინიციატივით შეიქმნება მარტის პირველ ნახევარში და ჩამოთვალა შეკითხვები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ ამ ცენტრის ფუნქციებთან და ამოცანებთან.