13 აგვისტოს თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, ერაყში იეზიდების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს იეზიდთა სახლი იყო. მონაწილეთა განცხადებით, აქციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახით და ერაყში იეზიდების გენოციდის კიდევ ერთხელ დაგმობა.