Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლია კაზანტიპისთვის ემზადება

"კაზანტიპის რესპუბლიკა" სტუმრებს ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე მიიღებს. ტერიტორია უკვე შემოისაზღვრა, სცენა აიგო და მოსამზადებელი სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება. ანაკლიის მოსახლეობა ტურისტების მისაღებად კარ-მიდამოს აწესრიგებს. შავი ზღვის სანაპიროზე ხალხმრავლობაა. აგვისტოს ცხელ დღეებში ზღვის პირას შეკრებილი ხალხი უჩვეულო სურათი არ არის, მაგრამ ისინი, ვინც ახლა ბულვარში ირევა, დამსვენებლები არ არიან: უკვე მესამე თვეა, აქ „კაზანტიპის რესპუბლიკა“ შენდება. 20 აგვისტომდე მშენებლობა უნდა დასრულდეს.

16x9 Image

გიორგი გოგუა

გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG