უმძიმესი მდგომარეობა საქართველოში - ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს
28 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და ინა ინარიძე, „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ წარმომადგენელი. სტუმრებმა ილაპარაკეს "ჰეპატიტის მსოფლიო დღის" შესახებ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით აღინიშნება; ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ჰეპატიტის გავრცელების მასშტაბებსა და დაავადებასთან ბრძოლის გზებზე.