5 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, ეკა ხუციშვილი. მან ისაუბრა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე.