3 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი, ლელა ტალიური. იგი მთავარ წინასაარჩევნო გამოწვევებზე, მათ შორის, კანდიდატების საარჩევნო სიიდან ამოღების ფაქტებზე საუბრობდა.