25 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი თათია ქინქლაძე. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ამსახველი პირველი შუალედური ანგარიში.