„პარტიზანი მებაღეები“ უკვე ორ თვეზე მეტია, ვაკის პარკში არიან დაბანაკებული. ისინი გამწვანებულ ზონაში სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. იმ ადგილთან, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, „პარტიზანებმა“ კარვები გაშალეს და მორიგეობით ათენებენ ღამეს.