დასავლეთის სახელმწიფოები „მოსალოდნელი შედეგების შესახებ“ აფრთხილებენ რუსეთს, თუკი ის ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო დანაყოფებს არ გაიყვანს. რუსეთი კი, ამის საპირისპიროდ, უკრაინაში შექმნილ კრიზისში დასავლეთის სახელმწიფოებს ადანაშაულებს და, სამხედრო დახმარების გარდა, ყირიმის მთავრობას ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება. დღეს პრორუსული მიტინგი გაიმართა დონეცკში, სადაც დემონსტრანტებმა რეგიონალური ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღება სცადეს.
შვარცენბერგის ისტორიული პარალელები
3 მარტს ოფიციალურად უნდა დასრულებულიყო რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში ჯარების მოულოდნელი საბრძოლო შემოწმება და, ამ სარჩულით, მათი ნაწილის გადასროლა ყირიმის ნახევარკუნძულზე. თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილები ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაციის მოწესრიგებამდე დარჩებიან. ამასობაში კი, ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსი ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის ქმედებაზე საუბრისას პარალელს უკვე ფაშისტური გერმანიის მიერ გასულ საუკუნეში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ანექსიასთან ავლებს. „პუტინი ხელმძღვანელობს იმავე პრინციპებით, როგორითაც ხელმძღვანელობდა ადოლფ ჰიტლერი, რომელიც 1938-39 წლებში ავსტრიას, ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთს დაესხა თავს“, - განაცხადა ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „ოსტერრაიხთან“ ინტერვიუში ჩეხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა.
3 მარტს რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანისაკენ მოუწოდა და მოსკოვი „მოსალოდნელი შედეგების შესახებ“ გააფრთხილა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კიევში.
„თუ ვითარება არ მოგვარდა, თუ რუსეთი პატივისცემით არ მოეკიდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მოჰყვება სხვა შედეგები და სხვა საფასური“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელიც 3 მარტს კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდა.
დასავლეთი ლაპარაკობს, რუსეთი მოქმედებს
თუმცა რუსეთი, დასავლეთის სახელმწიფოების პროტესტისა და მუქარების მიუხედავად, არ აპირებს უარი თქვას დამოუკიდებელი უკრაინის კუთვნილ ტერიტორიებზე წესრიგის დამყარებასა და რუსი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.
მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას ესწრებოდა, დღეს დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო დაადანაშაულა უკრაინის კრიზისსა და იმ რადიკალური უკრაინული ჯგუფების მხარდაჭერაში, რომლებმაც, ლავროვის თქმით, კონტროლი დაამყარეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში და ექსტრემისტული, ანტირუსული და ანტისემიტური მოწოდებებით გამოდიან:
„საუბარია ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცვაზე. საუბარია ადამიანის უმთავრესი უფლების, სიცოცხლის უფლების დაცვაზე. ვინც ცდილობს, რუსეთის მოქმედება ლამის აგრესიად წარმოაჩინოს და ათასგვარი სანქციებითა და ბოიკოტებით გვემუქრება, ეს სწორედ ჩვენი ის პარტნიორები არიან, რომლებიც თანმიმდევრულად და დაჟინებით აქეზებდნენ მათთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს ელაპარაკათ ულტიმატუმებით, უარი ეთქვათ დიალოგზე, უგულებელეყოთ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების შეშფოთება და, საბოლოოდ, უკრაინის საზოგადოების პოლარიზება მოეხდინათ“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი, სამხედრო დახმარების გარდა, ყირიმის მთავრობას ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდება.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი ცდილობს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომლის საბიუჯეტო დეფიციტი 10 მილიარდ ჰრივნას (979 მილიონ დოლარს) შეადგენს. სათანადო ბრძანება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გასცა.
„ფინანსთა მინისტრს დავავალე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, მისივე თხოვნის საფუძველზე, შეიმუშაოს საფინანსო დახმარების გეგმა. კონკრეტულ პარამეტრებზე, პირობებსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ ყველა სხვა არსებით ფაქტორზე პირადად მე მომახსენეთ და საჭირო გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ“, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა მოსკოვში მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ყირიმის დაფინანსების საკითხს მიეძღვნა. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილიანოვმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო საკითხებზე მოსკოვში უკვე შეხვდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს.
ფიცის გამტეხი სარდალი და ფიცის ერთგული ოფიცრები
მოსკოვის ასეთი სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური დახმარებით შეგულიანებული რუსი ეროვნების მოქალაქეები უნდობლობას უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას, ყირიმის გარდა, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც უცხადებენ. უკრაინული მედიის ცნობით, „პრორუსული მიტინგის“ მონაწილეებმა შტურმით სცადეს ადგილობრივი ადმინისტრაციული შენობის დაკავება დონეცკში. ანალოგიურ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი ჰქონდა ოდესაში, თუმცა სამართალდამცველებმა იქ აღკვეთეს „ახალგაზრდული ერთობის“ წევრთა შეჭრის მცდელობა.
ამ ფონზე უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა უკრაინის შავი ზღვის ფლოტის სარდალმა დენის ბერეზოვსკიმ, რომელმაც ყირიმის პრორუსული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრს, სერგეი აქსიონოვს, ერთგულება შეჰფიცა.
უკრაინის ახალმა მთავრობამ თანამდებობიდან გადააყენა და ღალატში დაადანაშაულა უკრაინის შავი ზღვის ფლოტის სარდალი, რომელიც ან თანამდებობაზე ორიოდე დღის წინ თავად უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა დანიშნა. რუსეთის სამხედრო ძალებმა, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურების დემონტაჟს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მოუწოდეს ყირიმში დისლოცირებულ უკრაინის სამხედრო ძალებს დაყარონ იარაღი და გადავიდნენ ყირიმის პრომოსკოვური ხელისუფლების მხარეზე, თუმცა უკრაინელი სამხედრო მეზღვაურები, რომლებიც მათსავე ნაწილში არიან ბლოკირებულნი, სამხედრო ფიცის ერთგულნი რჩებიან და უარს აცხადებენ ემსახურონ უცხო ძალას. ისინი დღეს ჟურნალისტების წინაშე უკრაინის სახელმწიფო ჰიმნსაც მღეროდნენ.
შვარცენბერგის ისტორიული პარალელები
3 მარტს ოფიციალურად უნდა დასრულებულიყო რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში ჯარების მოულოდნელი საბრძოლო შემოწმება და, ამ სარჩულით, მათი ნაწილის გადასროლა ყირიმის ნახევარკუნძულზე. თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ სამხედრო ნაწილები ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაციის მოწესრიგებამდე დარჩებიან. ამასობაში კი, ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსი ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის ქმედებაზე საუბრისას პარალელს უკვე ფაშისტური გერმანიის მიერ გასულ საუკუნეში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ანექსიასთან ავლებს. „პუტინი ხელმძღვანელობს იმავე პრინციპებით, როგორითაც ხელმძღვანელობდა ადოლფ ჰიტლერი, რომელიც 1938-39 წლებში ავსტრიას, ჩეხოსლოვაკიასა და პოლონეთს დაესხა თავს“, - განაცხადა ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „ოსტერრაიხთან“ ინტერვიუში ჩეხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა.
თუ ვითარება არ მოგვარდა, თუ რუსეთი პატივისცემით არ მოეკიდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მოჰყვება სხვა შედეგები და სხვა საფასური...უილიამ ჰეიგი
„თუ ვითარება არ მოგვარდა, თუ რუსეთი პატივისცემით არ მოეკიდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მოჰყვება სხვა შედეგები და სხვა საფასური“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელიც 3 მარტს კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდა.
დასავლეთი ლაპარაკობს, რუსეთი მოქმედებს
თუმცა რუსეთი, დასავლეთის სახელმწიფოების პროტესტისა და მუქარების მიუხედავად, არ აპირებს უარი თქვას დამოუკიდებელი უკრაინის კუთვნილ ტერიტორიებზე წესრიგის დამყარებასა და რუსი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.
მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას ესწრებოდა, დღეს დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო დაადანაშაულა უკრაინის კრიზისსა და იმ რადიკალური უკრაინული ჯგუფების მხარდაჭერაში, რომლებმაც, ლავროვის თქმით, კონტროლი დაამყარეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში და ექსტრემისტული, ანტირუსული და ანტისემიტური მოწოდებებით გამოდიან:
„საუბარია ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცვაზე. საუბარია ადამიანის უმთავრესი უფლების, სიცოცხლის უფლების დაცვაზე. ვინც ცდილობს, რუსეთის მოქმედება ლამის აგრესიად წარმოაჩინოს და ათასგვარი სანქციებითა და ბოიკოტებით გვემუქრება, ეს სწორედ ჩვენი ის პარტნიორები არიან, რომლებიც თანმიმდევრულად და დაჟინებით აქეზებდნენ მათთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს ელაპარაკათ ულტიმატუმებით, უარი ეთქვათ დიალოგზე, უგულებელეყოთ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების შეშფოთება და, საბოლოოდ, უკრაინის საზოგადოების პოლარიზება მოეხდინათ“.
ფინანსთა მინისტრს დავავალე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, მისივე თხოვნის საფუძველზე, შეიმუშაოს საფინანსო დახმარების გეგმა...დმიტრი მედვედევი