ხელვაჩაურში 1000-მდე ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია თვითნებურად აქვს დაკავებული, ხელისუფლებისგან დახმარებასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილმა პირებმა, ეკომიგრანტებმა თუ სოციალურად დაუცველებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩადგეს რამდენიმე ადგილას ათასამდე ქოხი და მუყაოს ყუთებისგან შეკოწიწებული ჯიხური, სადაც დღემდე აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ჩასახლებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათი პრობლემების შესწავლას ითხოვენ.