რუსეთი უკრაინას დაპირდა 15 მილიარდი დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფას და იაფ გაზს - იმ ფონზე, როცა კიევში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ევროკავშირთან და არა მოსკოვთან დაახლოების მოთხოვნით. შეთანხმებების შესახებ განცხადება გაკეთდა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრის შემდეგ. პუტინის თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული გაზის ფასი დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდება და 1,000 კუბურ მეტრზე 268.5 დოლარს გაუთანაბრდება. მისი თქმით, ეს დროებითი ზომა იქნება. ამასთან, პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გამოუყოფს თავისი ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან. უკრაინას 10 მილიარდი დოლარი ჭირდება ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის. უკრაინის პრო-ევროპული ოპოზიცია შიშობს, რომ იანუკოვიჩი უკრაინას ამზადებს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, პუტინის განცხადებით, სამშაბათის შეხვედრაზე ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.
ყველაზე პოპულარული
1