6 ნოემბერს, თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ფლეშ-მობი: „ქარის წისქვილი - ვუთხრათ „დიახ“ განახლებად ენერგიებს“. აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას ქარის ენერგიის დანერგვისა და გამოყენებისკენ მოუწოდეს.