Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგის მდივანი: სირიის სამშვიდობო კონფერენცია ნოემბერში ჩატარდება


არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა, ნაბილ ალ-არაბიმ ლიგის და გაეროს საგანგებო წარგზავნილ ლახდარ ბრაჰიმისთან კაიროში შეხვედრა გამართა. ალ-არაბიმ განაცხადა: „სირიის საკითხი განვიხილე ლახდარ ბრაჰიმისთან ერთად და გადაწყდა, რომ ჟენევის შეხვედრა უნდა შედგეს 23 ნოემბერს და ამ კონფრენეციის მოსამზადებლად საჭიროა ზომების მიღება. ამას გარდა კონფერენციის ჩასატარებლად ბევრი სირთულეა გადასალახი “, თქვა ალ-არაბიმ. ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ კონფერენციის მოწყობის ოფიციალური თარიღი ჯერ არის დადგენილიო. ბრაჰიმი აპირებს შეხვდეს რეგიონის ქვეყნების, ასევე რუსეთის აშშ-ის წარმომადგენლებს, რათა ჟენევის კონფერენცია მომზადდეს. კონფერენციის მიზანია, რომ სირიის დაპირისპირებულმა მხარეებმა 2012 წელს, ასევე ჟენევაში გარდამავალი მთავრობის თაობაზე მიღებული გეგმა აღიარონ.
XS
SM
MD
LG