Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციის დამატებითი შენაერთები განათავსეს სავაჭრო ცენტრის გარშემო წესრიგის დასამყარებლად


მოსკოვში პოლიციის დამატებითი შენაერთები განთავსდნენ ბირიულიოვოს რაიონში, სადაც მოქალაქეების ჯგუფი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა ახალგაზრდა კაცის მკვლელობის გასაპროტესტებლად. ხუთშაბათს მომხდარ მკვლელობაში მიგრანტებს ადანაშაულებენ. არეულობა დაიწყო კვირის საპროტესტო აქციისას, რომლის მონაწილეებიც სამართალდამცველების გააქტიურებას მოითხოვდნენ დამნაშავის დასაკავებლად. აქციის მონაწილეების ნაწილი რასისტული შეძახილებით შეიჭრა სავაჭრო ცენტრში და მინები ჩაამსხვრია, ნაწილმა კი სცადა, შეჭრილიყო ხილბოსტნეულის შესანახ საწყობში, სადაც მიგრანტები არიან დასაქმებული, მაგრამ პოლიციელებმა თავდამსხმელები უკუაგდეს. შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. დაშავებულია, სულ ცოტა, ერთი პოლიციელი. როგორც იუწყებიან, დაპირისპირებაში ასობით ათამიანი მონაწილეობდა. ცნობების თანახმად, ადგილობრივი მოსახლე, 25 წლის ეთნიკურად რუსი ახალგაზრდა კაცი ხუთშაბათს ცივი იარაღით მოკლა დაუდგენელმა პირმა, მეგობარი ქალის გამო უთანხმოებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულადი ჯილდო, მილიონი რუბლი დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც მკვლელის შეპყრობა მოჰყვება.
XS
SM
MD
LG