Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო კოდექსებში შესატანი ცვლილებები


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების გამო სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატანი ცვლილებები. სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის ცრუ შეტყობინების გამო 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია 2-დან 5-წლამდე იზრდება, იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება. რაც შეეხება არასრულწოვნებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განმარტებით, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობლებს დაეკისრება. კერძოდ, პირველ ჯერზე დაწესდება 1500 ლარის ჯარიმა, წლის განმავლობაში ცრუ შეტყობინების განმეორების შემთხვევაში კი თანხა 2500 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ კანონის გამკაცრების გარდა პრევენციის მეორე მექანიზმი უნდა იყოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
XS
SM
MD
LG