საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ესტუმრა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შაბათს, ბიძინა ივანიშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. 6 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან.ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ლატვიელ კოლეგასთან ერთად, ყვავილებით შეამკო თავისუფლების მონუმენტი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
ყველაზე პოპულარული
1