Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმები საზღვრებს გარეშე“: სირიაში თავდასხმას 355 ადამიანი ემსხვერპლა


საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ სირიაში ამ კვირაში სავარაუდოდ ტოქსიკური გაზით განხორციელებულ თავდასხმას 355 ადამიანი შეეწირა. საქველმოქმედო სამედიცინო ორგანიზაცია, რომელიც სირიის მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ რეგიონებში ოთხ საავადმყოფოს ამუშავებს, აცხადებს, რომ დამასკში მდებარე სამ საავადმყოფოში 3,600-მდე პაციენტი მიიყვანეს „ნეიროტოქსიკური სიმპტომებით“. ორგანიზაციის განცხადებით, მოვლენების ქრონოლოგია და პაციენტების სიმპტომები მკაფიოდ მიუთითებს ნეიროტოქსიკური ნივთიერების გამოყენებაზე. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიამ დღეს განაცხადა, რომ თავდასხმას 322 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 54 ბავშვი. სირიის მეამბოხეები და მთავრობა ერთმანეთს ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. სირიაში მყოფი გაეროს ექსპერტებისთვის თავდასხმის ადგილის შესწავლის უფლება დამასკს ჯერჯერობით არ მიუცია.
XS
SM
MD
LG