Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეცხრე არხის" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ


"მეცხრე არხის" თანამშრომლები ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც ისინი მიუთითებენ, რომ ტელეკომპანიის დახურვასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "მეცხრე არხის" თანამშრომლებმა საჭიროდ მიიჩნიეს გაევრცელებინათ ერთობლივი განცხადება. „ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა" საქმიანობა 2012 წლის 30 აპრილს, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში განაახლა. "მეცხრე არხზე" იყო სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ყველა ჩვენგანისთვის ქმნიდა მოტივაციას, მეტი პროფესიონალიზმით და თამამად ეთქვა სათქმელი. არ ყოფილა თემა, რომლის გაშუქებისგანაც არხის საინფორმაციო სამსახურმა, კონიუნქტურული მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა. არხის მფლობელის, პრემიერ-მინისტრის ოჯახის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გაგებით შეხვდა. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არხის საინფორმაციო სამსახურმა მთავარ - 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი გულისტკივილიც დელიკატურად გამოთქვა და არხის მფლობელს აქამდე გამოჩენილი თანადგომისთვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტისთვის, მადლობაც გადაუხადა. "მეცხრე არხის" ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას ,,გამოყენების" შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ,,მეცხრე არხი" იყო თითოეული ჩვენგანის არჩევანი და ამავე დროს, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს კერძო მედიასაშუალებაში მუშაობა. რაც შეეხება არხის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს: საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა დიდ ნაწილს მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი ჟურნალისტური წარსული აქვს,“ ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG