სახელოვანმა რუსმა სპორტსმენი, ჭოკით ხტომაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ელენა ისინბაევა აცხადებს, რომ მას არასწორად გაუგეს და იგი სექსუალური დისკრიმინაციის წინააღმდეგია. ასე გამოეხმაურა სპორტსმენი ქალი მისი მიმართ გამოთქმულ მძაფრ კრიტიკას, რაც მისმა კომენტარებმა გამოიწვია გეების უფლებების შესახებ საუბრის დროს. „თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ ჰომოსექსუალიზმის განვითარებას და ამ ყველაფერს ქუჩაში გავიტანთ, მაშინ ჩვენ ეს ძალიან გვაშინებს, რადგან ჩვენს საკუთარ თავს ვთვლით ნორმალურ, ჩვეულებრივ ხალხად, სადაც ბიჭები გოგონებთან ცხოვრობენ, ქალები კაცებთან ცხოვრობენ და ყველაფერი ეს ცხადი უნდა იყოს. ეს ისტორიიდან იღებს დასაბამს. ჩვენ რუსეთში არასოდეს გვქონია არავითარი პრობლემა, ვგულისხმობ ასეთ პრობლემას და არც მომავალში გვინდა გვქონდეს ის,“ - განაცხადა ელენა ისინბაევამ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ივნისში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას.“ რუსეთში ამ კანონის მიღებას, რაც სექსუალური ორიენტაციის ცალკეული ინდივიდების დისკრიმინაციად იქნა აღქმული, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
ყველაზე პოპულარული
1