საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი პროექტი ეხება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობათა დაკავების უფლებას. არსებული რედაქციით, აღნიშნული თანამდებობები არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეც არის. მეორე ცვლილების პროექტი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეზღუდვასა და პარლამენტის კონტროლის გაძლიერებას მთავრობის შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებაზე. კიდევ ერთი საკონოსტიტუციო ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისათვის საჭირო კვორუმი უნდა შემცირდეს პარლამენტის შემადგენლობის სამი მეოთხედიდან ორ მესამედამდე.
საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუცია წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მისი შინაარსი მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განსაზღვრული:
„ამან კონსტიტუცია სერიოზულად დააზარალა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განხორციელდება საქართველოში ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა“.
სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში იცვლება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა. თუმცა ყველაზე არსებითი საკონსტიტუციო ცვლილება შეეხება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, მოქმედი რედაქცია პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას დათხოვნის მუქარით აიძულოს პარლამენტი პრაქტიკულად განუხილველად მიიღოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი:
„ჩვენ ამ ნორმას ვაუქმებთ და მთავრობას ვართმევთ უფლებას, რომ კანონპროექტს მიაბას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რომ ამით მას არ ჰქონდეს პარლამენტის შანტაჟირების შესაძლებლობა, მაგრამ ვტოვებთ ნდობის გამოცხადების საკითხის დასმის შესაძლებლობას მხოლოდ ბიუჯეტთან დაკავშირებით და თუ მთავრობა და პარლამენტი ვერ თანხმდება ბიუჯეტის კანონზე, მაშინ ერთ-ერთმა უნდა აგოს პასუხი: პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეცვალოს მთავრობა და ასე დასაჯოს იმის გამო, რომ ვერ წარმოადგინა ისეთი ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი მხარს დაუჭერდა, მაგრამ თუ მთავრობას ვერ შეცვლის, მაშინ პარლამენტი უნდა დაითხოვო“.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე საპარლამენტო კონტროლისა და კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მექანიზმის დახვეწა.
„2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით 3/4-მდე გაიზარდა კვორუმი, მაგრამ დღევანდელი ცვლილებებით ამ კანონში შეგვაქვს ცვლილება და ვტოვებთ ისევ 2/3-ს. რეალურად მხოლოდ კვორუმის ¾-მდე გაზრდა მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა სისტემურად ამ საკითხის გადახედვა“, უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ამ მოსაზრებებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ იზიარებს. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა გაუმართლებელია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება კონსტიტუციის შეცვლისათვის საჭირო ხმების რაოდენობას:
„3/4-მდე კვორუმის აწევა ნიშნავდა იმას, რომ ცვლილებები მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით ყოფილიყო მიღწეული. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ დღევანდელ კონსტიტუციასაც თუ ¾-ის მხარდაჭერით სჭირდება ცვლილება და ვეღარ შესწორდება „ნაციონალების“ განაფუჭები, მაშინ შეგვიძლია გადავწიოთ მისი ამოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. მანამდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღოს განახლებული კონსტიტუცია და ისევ 3/4-ის კვორუმი ავამუშაოთ, რათა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით იმოქმედოს ამან“.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ამ ნაწილს ასევე აკრიტიკებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე. მისი თქმით, მაღალი ალბათობით, კვორუმის ორ მესამედამდე დაყვანა კონსტიტუციას კვლავ პარტიულ დოკუმენტად აქცევს:
„ყველაზე გონივრული გამოსავალი იქნებოდა ე.წ. პლურალური ვოტუმი, ანუ როცა მიიღება ცვლილებები, შემდეგ ტარდება არჩევნები და ახალი პარლამენტიც უჭერს მხარს ამ ცვლილებებს და მხოლოდ ამის შემდეგ შედის ძალაში“.
ვახუშტი მენაბდის თქმით, ასევე გასამარტივებელია პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი, რომლის სირთულე შეუძლებელს ხდის პროცესის დასრულებას და პარლამენტს, ფაქტობრივად, მთავრობის მძევლად აქცევს. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომლის თქმითაც, თვისებრივად შესაცვლელია კონსტიტუცისადმი მიდგომა.
„ჯობია, რომ შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, მასში შევიდეს ყველა დაინტერესებული ადამიანი და, რა თქმა უნდა, მათ შორის, პარლამენტის წევრები. ამ კომისიამ უნდა განიხილოს და შეცვალოს ყველა ბუნდოვანი მუხლი, რომელთა არსებობა კონსტიტუციაში არ არის მიზანშეწონილი. წინა წლებში ყოველთვის ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, რომელიც ხშირად და პოლიტიკური მოცემულობის შესაბამისად ცვლიდა კონსტიტუციას. ჩვენ არ გვსურს, რომ იგივე განმეორდეს ახლაც“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.
საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ ცვლილებები შევა კონსტიტუციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუცია წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო და მისი შინაარსი მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განსაზღვრული:
„ამან კონსტიტუცია სერიოზულად დააზარალა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განხორციელდება საქართველოში ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა“.
სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში იცვლება კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა. თუმცა ყველაზე არსებითი საკონსტიტუციო ცვლილება შეეხება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, მოქმედი რედაქცია პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას დათხოვნის მუქარით აიძულოს პარლამენტი პრაქტიკულად განუხილველად მიიღოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი:
2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით 3/4-მდე გაიზარდა კვორუმი, მაგრამ დღევანდელი ცვლილებებით ამ კანონში შეგვაქვს ცვლილება და ვტოვებთ ისევ 2/3-ს. რეალურად მხოლოდ კვორუმის ¾-მდე გაზრდა მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა სისტემურად ამ საკითხის გადახედვა...თამარ კორძაია
ვახტანგ ხმალაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე საპარლამენტო კონტროლისა და კონსტიტუციის გადასინჯვის ამჟამად მოქმედი წესის შენარჩუნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მექანიზმის დახვეწა.
„2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით 3/4-მდე გაიზარდა კვორუმი, მაგრამ დღევანდელი ცვლილებებით ამ კანონში შეგვაქვს ცვლილება და ვტოვებთ ისევ 2/3-ს. რეალურად მხოლოდ კვორუმის ¾-მდე გაზრდა მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა სისტემურად ამ საკითხის გადახედვა“, უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ამ მოსაზრებებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ იზიარებს. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა გაუმართლებელია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება კონსტიტუციის შეცვლისათვის საჭირო ხმების რაოდენობას:
ყველაზე გონივრული გამოსავალი იქნებოდა ე.წ. პლურალური ვოტუმი, ანუ როცა მიიღება ცვლილებები, შემდეგ ტარდება არჩევნები და ახალი პარლამენტიც უჭერს მხარს ამ ცვლილებებს...ვახუშტი მენაბდე