ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში შეხვდა ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიიდან კშიშტოფ ლისეკი. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბიშვილი, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრა, კარგ ფორმაშია, ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ საპატიმროში ყოფნა ერთ წელზე მეტხანს არ მოუწევს. ლისეკმა გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილი ვერ სარგებლობს ტელევიზორით და ახლობლებთან კონტაქტით.
ყველაზე პოპულარული
1