ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე საჩხერის რაიონის მკვიდრი, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 1 მაისს დაკავებული ხუთი მოზარდი გაათავისუფლა დღეს ოსურმა მხარემ. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ინფორმაციის მიღებისთანავე შეუფერხებლად აამოქმედა ცხელი ხაზი და არასრულწლოვანთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა, რაც დღეს დილით ერგნეთში განხორციელდა. ” მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არასრულწლოვანთა დაკავება იშვიათად ხდება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს ბავშვების ინტერესთა დაცვისკენ მოუწოდებს”, - ნათქვამია მისიის განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1