ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიერ წინასაარჩევნო ვითარების კრიტიკულად შეფასებას იმით ხსნიან, რომ მათთვის კონკრეტული პარტიების ლობისტებისგან მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, არაზუსტი იყოს - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა მმართველი პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართოს და თითოეული მოქმედების შესახებ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. თაქთაქიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოწოდებულია, რომ დარჩენილი დრო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმართოს იმგვარად, რომ წვლილი შეიტანოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. მმართველი პარტიის სპიკერის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ხაზი გაუსვა წარმატებებს, რომლებსაც საქართველომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია და აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.
ჩიორა თაქთაქიშვილი: არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება
ყველაზე პოპულარული
1