ლონდონისკენ - გამარჯვების იმედით
2 აგვისტოს საქართველოს მოჭიდავეთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა ლონდონში, სადაც მიმდინარეობს ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. მწვრთნელებიც და თავად ოლიმპიელებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ მედლებისთვის იბრძოლებენ. ქართველი ფალავნების მეორე ჯგუფი ლონდონში 4 აგვისტოს გაფრინდება.