დღეს მოსკოვის ხამოვნიკის რაიონული სასამართლო იწყებს პანკ-ჯგუფ - "პუსი რაიოტის" საქმის არსებით განხილვას. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ბრიტანულ გაზეთ ”ტაიმსს” განუცხადა, რომ ამ საქმეზე სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს მშვიდი. მედვედევმა აღნიშნა, რომ მსგავსი კანონდარღვევისთვის პანკ-ჯგუფს ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ერთობ სერიოზულად დასჯიდნენ. ამასთან, რუსეთის პრემიერმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო დასკვნების ნაჩქარევად გამოტანა, ვიდრე სასამართლო დასრულდება. ჯგუფ "პუსი რაიოტის" წევრებს ხულიგნობაში ედებათ ბრალი და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ე.წ. პანკ-ლოცვა - ”ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი” - ჩაატარეს.
ყველაზე პოპულარული
1