ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი თბილისში თავისუფლების მოედანზე, რომლის დროსაც კოალიციამ ოფიციალურად გამოაცხადა დაწყებულად წინასაარჩევნო კამპანია. მიტინგში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.