Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა მოხსენებით მიმართა პარლამენტს


დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი გამოსვლა 20 საათზე დაიწყო, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის და ოპოზიციური ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლები. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მოხსენება დაახლოებით 25-გვერდიანია და გამოსვლა სავარაუდოდ, 50 წუთს გასტანს. როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ისაუბრებს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ახალ ინიციატივებზე, რომლებიც დასაქმებასა და სოფლის მეორნეობას შეეხება, ასევე, უსაფრთხოების საკითხებსა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფაზე.

საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ პარტია ”თავისუფალი საქართველო’ და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა და თავისუფალ ასოციაციათა კავშირი. აქციის მონაწილენი პრეზიდენტისგან მოითხოვენ ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანას, ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასა და დევნილთა უზრუნველყოფას ღირსეული საცხოვრებელი პირობებით.
XS
SM
MD
LG