უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 135 ადამიანი დაიღუპა იმ ყინვების შედეგად, რომელიც მთელ ევროპას არის მოდებული. მთავრობის ორგანიზებით აღმართეს გამთბარი კარვები, დაიწყეს ცხელი საჭმლის და ჩაის დარიგება, მაგრამ კიევში სოციალური მუშაკები და უსახლკაროები მაინც ამბობენ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ყველაზე უმწეო მოქალაქეების ყინვისგან დასაცავად. გთავაზობთ ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს:
ივან ბრილიუკი 45 წლის არის, მაგრამ ბევრად უფრო ასაკოვანს ჰგავს.
თეთრწვერა ივანი, გაუხეშებული კანით სახეზე და ხელებზე, ერთ-ერთია იმ ასიათასობით უსახლკაროდან, რომლებიც, უკრაინის სოციალური მუშაკების თქმით, ყინვების გამო ყველაზე მეტად იტანჯებიან.
სხვებთან შედარებით ბრილიუკს კიდევ გაუმართლა. მან შეძლო იმ ასობით გამთბარი კარვიდან ერთ-ერთამდე მისვლა, რომლებიც მთავრობამ აღმართა, 30 გრადუსთან ბრძოლის მიზნით.
ბრილიუკი უსახლკარო მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე წლის წინ ცოლმა გამოაგდო სახლიდან. ამბობს, რომ მცირედი კომფორტისთვისაც კი მადლობელია „გულაგივით, თუნდაც თავშესაფარი მოგვეცით - სითბო იყოს, ოდნავი კომფორტი, ბანაობის, გაპარსვის და გასუფთავებისთვის ადგილი. ფული საერთოდ არ მაქვს, არაფერი გამაჩნია. ხომ ხედავთ, რას ვგავარ. თუ ამ სახელმწიფოს ვჭირდებით, მაშინ მუშაობაც გვინდა.“
კარავს, რომელშიც ბრილიუკი გათბობას ცდილობს, მხოლოდ რამდენიმე პლასტმასის სკამი აქვს. დაახლოებით ერთი საათის გასვლის შემდეგ ის კვლავ ქუჩას დაუბრუნდება - კიევის ერთ-ერთ გაყინულ სარდაფს, სადაც დროდადრო ათევს ხოლმე ღამეს.
მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით 3,000-ზე მეტი ასეთი კარავი აღმართა და მსურველებს საკვებს და თბილ ჩაის ურიგებს, მაგრამ, სოციალური მუშაკების და სხვა ექსპერტების თქმით, ვითარებას მხოლოდ სადღეღამისო თავშესაფრები თუ გამოასწორებს, სადაც უსახლკაროები დაძინებას შეძლებენ. ამის გარეშე, მათი თქმით, ყინვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა - 135 ადამიანი - კიდევ უფრო გაიზრდება.
უკრაინის შრომისა და სოციალური პოლიტიკის ყოფილი მინისტრი, ლიუდმილა დენისოვა, ამბობს, რომ ბევრმა უსახლკარომ საერთოდ არ იცის თავშესაფართა არსებობის შესახებ ან იცის, მაგრამ იქამდე მისვლას ვერ ახერხებს. მისი თქმით, უსახლკაროები თავშესაფრებში თავად მთავრობის სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა მიიყვანონ. „ადამიანები იყინებიანო“, - ამბობს დენისოვა.
ყინვების შედეგად უკრაინაში გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ამავე მაჩვენებელს რუსეთში, პოლონეთში, და, საერთოდ, ევროპის სხვა ქვეყნებში. ამან კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა ის ურთულესი მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის უსახლკაროები არიან. საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი სტიგმა და სტერეოტიპები კვლავ ძლიერია: მოსახლეობის უმრავლესობა მათ კვლავ ნარკომანებად, კრიმინალებად და სხვა „ანტისაზოგადოებრივ ელემენტებად“ მიიჩნევს.
ამჯერადაც მთავრობა ცდილობს ყინვებთან დაკავშირებული მსხვერპლი დიდწილად თავად მარგინალურ ინდივიდებს დააბრალოს. უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრმა გრიგორი მარჩენკომ განაცხადა, დაღუპულთა უმრავლესობა ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას ემსხვერპლაო.
კიევში განთავსებული სოციალური პოლიტიკის ცენტრ რაზუმკოვის ექსპერტი, პავლო როზენკო, თვლის, რომ შექმნილ კრიზისთან არასაკმარის ბრძოლას დიდწილად სწორედ უსახლკაროთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იწვევს.
ოფიციალური სტატისტიკით, უკრაინაში უსახლკაროთა რაოდენობა მხოლოდ 15,000-ია, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციები ბევრად უფრო მაღალ რიცხვს ასახელებენ - 600,000-დან 800,000-მდე. ამასთან, როზენკოს თქმით, ყინვების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობაც ბევრად აჭარბებს იმ მონაცემს, რომელსაც მთავრობა ავრცელებს: „აშკარაა, რომ მთავრობის სტატისტიკა მსხვერპლის რაოდენობას სრულად არ ასახავს. მთავრობა სიკვდილის მხოლოდ იმ შემთხვევებს აღრიცხავს, რომლებიც თვალსაჩინოა. მაგრამ უსახლკაროები მხოლოდ ქუჩებში არ იხოცებიან. ისინი ცუდი პირობების ადგილებშიც კვდებიან - იქ, სადაც არ არის გათბობა, წყალი. ცხადია, სიკვდილის ეს შემთხვევები მთავრობისგან დაფარული რჩება.“
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გვამები უნდა გამოკვლეულ იქნეს, რათა ზუსტად დადგინდეს, რამ გამოიწვია სიკვდილი. სამინისტრო თვლის, რომ სხეულის ტემპერატურის ძლიერი ვარდნის, ანუ ჰიპოთერმიის, დიაგნოზი არ შეიძლება ყოველთვის ავტომატურად დაისვას და რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანები გულმა იმსხვერპლა.
მაგრამ ბრილიუკი, რომელსაც გასულ კვირაში ბევრი ნაცნობი დაეღუპა, სიკვდილის შემთხვევების მიზეზად გაუსაძლის სიცივეს მიიჩნევს: „სახლის პატრონი მათ გარეთ აგდებს. მეზობლები მათ გარეთ აგდებენ. ადამიანს, მარტივად, არსად აქვს წასასვლელი - ის ქუჩაში გადის და იყინება. სად წავიდეს? “

ფული საერთოდ არ მაქვს, არაფერი გამაჩნია. ხომ ხედავთ, რას ვგავარ. თუ ამ სახელმწიფოს ვჭირდებით, მაშინ მუშაობაც გვინდა...

აშკარაა, რომ მთავრობის სტატისტიკა მსხვერპლის რაოდენობას სრულად არ ასახავს. მთავრობა სიკვდილის მხოლოდ იმ შემთხვევებს აღრიცხავს, რომლებიც თვალსაჩინოა...