ფეხბურთის რუს მოყვარულებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მეზობელ ქვეყნებში - უკრაინასა და პოლონეთში - წასვლაზე ოცნებობდნენ, გაუმართლათ. ამჟამად პრემიერ-მინისტრმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მთავარ საავიაციო კომპანიებს - „აეროფლოტსა“ და „ტრანსაეროს“ - შეეძლებათ უფასოდ წაიყვანონ მგზავრები, ფეხბურთის გულშემატკივრები, რუსეთის ნაკრების ერთი-ორ თამაშზე მაინც.
ერთი მხრივ, ეს პუტინის ეშმაკური წინასაარჩევნო სვლაა, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ ის ამ „კეთილი ნების“ ჟესტს საავიაციო კომპანიების გზით აკეთებს. კანდიდატ პოლიტიკოსებს უყვართ დაპირებების მიცემა, მაგრამ მერე, როცა თანამდებობას მიიღებენ, პირობა ავიწყდებათ ან ვერ ასრულებენ. პუტინი სხვაა, ის პირობას ასრულებს ხოლმე და ამით ამომრჩეველთა დიდ არმიებს იმხრობს. გასულ კვირაში შედგა ფეხბურთის გულშემატკივრებთან ეს შეხვედრა მის მშობლიურ ქალაქ პეტერბურგში. იქ თქვა მან, რომ საავიაციო კომპანიები სიხარულით გადაიყვანენ მგზავრებს უფასოდ პოლონეთსა და უკრაინაში ივნისში, როცა იქ ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
საავიაციო კომპანიებმა დაადასტურეს, რომ ისინი შეზღუდული რაოდენობის ბილეთებს მართლაც გასცემენ გულშემატკივრებზე, რომლებსაც რუსეთის ნაკრების თამაშებზე გამგზავრების სურვილი ექნებათ. პირველი მატჩი A ჯგუფში 8 ივნისს იმართება ვარშავაში, სადაც რუსეთის გუნდი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებს ხვდება. „აეროფლოტის“ წარმომადგენელმა ირინა დონერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია სავსებით მხარს უჭერს პუტინის ინიციატივას. მანვე თქვა, რომ არ არის ჯერ გარკვეული, რამდენ გაფრენას განახორციელებს კომპანია ჩემპიონატის ქალაქებში და, საერთოდ, ჩაიყვანს თუ არა მგზავრებს ვარშავაში, სადაც რუსეთის გუნდი სამ მატჩს მართავს. „ტრანსაერო“ აცხადებს, რომ კიევში დანიშნა ერთი რეისი, რომელზეც, ჩვეულებრივ 250 დოლარიანი ბილეთები უფასო იქნება. ასეთი რეისი კი მაშინ იქონიებს აზრს, თუ რუსეთის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა. „ტრანსაეროსვე“ ცნობით, ის სპეციალურ შეღავათიან ფასებში ბილეთებს გაყიდის ჩემპიონატის შემდგომი ეტაპების მატჩებზე დასასწრებად. ეს კომპანია ვარშავაში არ დაფრინავს. სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ სმირნოვი, რომელიც არაკომერციულ, სამოქალაქო ავიაციის ფონდს განაგებს, შეგვახსენებს, რომ „აეროფლოტი“ სახელმწიფო ავიაკომპანიაა, „ტრანსაერო“ კი - კერძო:
„თუ „აეროფლოტის“ აქციონერი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, მას ნებას რთავს ამგვარად იმუშაოს, „აეროფლოტს“ შეუძლია ეს გააკეთოს. „ტრანსაეროს“ აქციონერები კი კომპანიას არ მისცემენ ამის ნებას, რადგან ეს კერძო კომპანიაა, აქციონერები კერძო პირები არიან და უფასოდ ფრენის უფლებას არ გასცემენ ან, შესაძლოა, ერთი ასეთი რეისის გაკეთების ნება დართონ.“
როცა პუტინმა პეტერბურგში ეს შეთავაზება გააკეთა, თქვა, ავიაკომპანიები ახლა რომ უფასოდ წაიყვანენ მგზავრებს, სამაგიეროდ, კარგი სახელი ექნებათ, რეკლამას გაიკეთებენ ამით და მერე მოგებას ნახავენო. სმირნოვი არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანიებს იმედი ჰქონდეთ, დამატებითი ოპერაციები ჩაატარონ, მოურიგდნენ გულშემატკივრებს და საფეხბურთო მენეჯერებს და აინაზღაურონ ზარალი. რუსი სპორტული ჟურნალისტი ოლეგ ვინოკუროვი ამბობს, რომ პუტინი ხშირად იყენებს თავის გავლენას სპორტის გულშემატკივრების საქმეებში ჩასარევად:
„იფიქრებდი, რომ კაცი უკრაინაში უთვითმფრინავოდაც მოხვდებოდა, ის ხომ აქვეა. მაგრამ გადაწყვიტეს პუტინისთვის მიემართათ თხოვნით, მოაგვაროს იქ გაფრენის საკითხი. და მანაც მოაგვარა. აბა, ვინ შეედავება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, რომელმაც თქვა: ურიგო არ იქნება, გულშემატკივრები უფასოდ წავიყვანოთო.“
პუტინი განაგრძობს სპორტთან დაკავშირებული წინადადებით გამოსვლას. ამ კვირაში ორ სახელმწიფო გოლიათ კომპანიას - „როსნეფტს“ და „გაზპრომს“ - დაავალა დაეხმარონ ტომსკის გუნდს, „ტომს“, საფინანსო გასაჭირიდან თავის დაღწევაში. ალბათ, ყველაზე ცნობილი სვლა პუტინისა იქნება გადაწყვეტილება, 2018 წლისთვის, როცა რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იმართება, სტადიონებზე ლუდის სმა აიკრძალოს.

„ტრანსაეროს“ აქციონერები კომპანიას არ მისცემენ ამის ნებას, რადგან ეს კერძო კომპანიაა, აქციონერები კერძო პირები არიან და უფასოდ ფრენის უფლებას არ გასცემენ ან, შესაძლოა, ერთი ასეთი რეისის გაკეთების ნება დართონ...
საავიაციო კომპანიებმა დაადასტურეს, რომ ისინი შეზღუდული რაოდენობის ბილეთებს მართლაც გასცემენ გულშემატკივრებზე, რომლებსაც რუსეთის ნაკრების თამაშებზე გამგზავრების სურვილი ექნებათ. პირველი მატჩი A ჯგუფში 8 ივნისს იმართება ვარშავაში, სადაც რუსეთის გუნდი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებს ხვდება. „აეროფლოტის“ წარმომადგენელმა ირინა დონერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია სავსებით მხარს უჭერს პუტინის ინიციატივას. მანვე თქვა, რომ არ არის ჯერ გარკვეული, რამდენ გაფრენას განახორციელებს კომპანია ჩემპიონატის ქალაქებში და, საერთოდ, ჩაიყვანს თუ არა მგზავრებს ვარშავაში, სადაც რუსეთის გუნდი სამ მატჩს მართავს. „ტრანსაერო“ აცხადებს, რომ კიევში დანიშნა ერთი რეისი, რომელზეც, ჩვეულებრივ 250 დოლარიანი ბილეთები უფასო იქნება. ასეთი რეისი კი მაშინ იქონიებს აზრს, თუ რუსეთის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა. „ტრანსაეროსვე“ ცნობით, ის სპეციალურ შეღავათიან ფასებში ბილეთებს გაყიდის ჩემპიონატის შემდგომი ეტაპების მატჩებზე დასასწრებად. ეს კომპანია ვარშავაში არ დაფრინავს. სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ სმირნოვი, რომელიც არაკომერციულ, სამოქალაქო ავიაციის ფონდს განაგებს, შეგვახსენებს, რომ „აეროფლოტი“ სახელმწიფო ავიაკომპანიაა, „ტრანსაერო“ კი - კერძო:
„თუ „აეროფლოტის“ აქციონერი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, მას ნებას რთავს ამგვარად იმუშაოს, „აეროფლოტს“ შეუძლია ეს გააკეთოს. „ტრანსაეროს“ აქციონერები კი კომპანიას არ მისცემენ ამის ნებას, რადგან ეს კერძო კომპანიაა, აქციონერები კერძო პირები არიან და უფასოდ ფრენის უფლებას არ გასცემენ ან, შესაძლოა, ერთი ასეთი რეისის გაკეთების ნება დართონ.“
აბა, ვინ შეედავება ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, რომელმაც თქვა: ურიგო არ იქნება, გულშემატკივრები უფასოდ წავიყვანოთო...