Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთს, შესაძლოა, მოუხდეს თავისი საიერიშო სისტემების საქართველოსთვის დამიზნება


რუსეთს, შესაძლოა, მოუხდეს თავისი საიერიშო სისტემების საქართველოსთვის დამიზნება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა გუშინ, საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებთან შეხვედრაზე. „თქვენ იცით, რომ მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების პრობლემაზე, დღეს ეს საკითხი მუდმივად დღის წესრიგშია. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, სად განთავსდება ეს სისტემები – ჩვენს საზღვრებთან ახლოს, თუ შორს და იქნება თუ არა ისინი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში“, - თქვა პუტინმა და დასძინა: „და რა? ჩვენი საიერიშო სისტემები საქართველოს ტერიტორიას უნდა დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა ეს? გვაქვს გარანტია, რომ ეს არ მოხდება? არა!“ პუტინის თქმით, ქართველი კოლეგები საუბარზე უარს აცხადებდნენ და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებიც კი განახორციელეს. შარშან, ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებით, რუსეთმა მის საზღვრებთან ნატოს გაფართოება შეაჩერა.
XS
SM
MD
LG