სულ რამდენიმე ქალს ვიცნობ, რომელთა ვოკალი იმდენად სპეციფიკური და გამორჩეულია, მუსიკასთან მთლად სათოფეზეც რომ არ იყო, მილიონში მაინც ამოიცნობ, მაგალითად, ბილი ჰოლიდეის - შარმიანს, სიყვარულით მთვრალსა და მუდამ სევდიანს, ბესი სმითს - ეროტიკულსა და მელანქოლიურს, ლაღსა და თავისუფალ ელა ფიტცჯერალდს, ჯენის ჯოპლინს - ხრინწიანი, ტრფობის ჟინით გაგიჟებული ხმის წყალობით. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ქალბატონების შესახებ სულაც რომ არაფერი იცოდე, მათ ხმებშივე ამოიკითხავ მათივე ცხოვრების ამბავს, გამოიცნობ ხასიათს, განცდებსა და გულისნადებსაც გაუგებ.
დღეს სწორედ ერთ ასეთ ქალბატონს გავიხსენებთ, რომელსაც უდავოდ ფენომენალური ხმა ჰქონდა, ვოკალური მონაცემებით კი საოპერო სცენასაც დაამშვენებდა. ფილტვებიდან ამოხეთქილი ჰაერით სახმო იოგებს ისეთ დღეში აგდებდა, რომ ზოგჯერ არაადამიანური ძლიერების ჟღერადობასაც აღწევდა.
მას ოდეტა ერქვა, გვარად კი ჰოლმსი გახლდათ. 1930 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა. ბავშვობა ალაბამაში გაატარა, შტატში, იმხანად „სამხრეთის გულს“ რომ ეძახდნენ. ჰოდა, როგორც ჭეშმარიტი სამხრეთული შტატი, აფროამერიკელთა დევნასა თუ დისკრიმინაციაში მისისიპისაც არ უდებდა ტოლს. თუმცა კანის ფერი არ გახლდათ გოგონას ერთადერთი „დანაშაული“, ჭარბი წონის გამოც უხდებოდა შეურაცხყოფის ატანა - თანატოლები შავს, მსუქანსა და მახინჯს ეძახდნენ.
მოგეხსენებათ, რომ ამგვარი გარემოების გამო ბავშვობისას ხშირად იბოღმებიან ხოლმე. ოდეტასთვისაც ამდენ დამცირებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ის მძიმე წლები გოგონას ზნესა თუ ხასიათზე თავისებურად აისახა. არა, არ დაბოღმილა, არც ბოროტება ჩაუდვია გულში. პირიქით, მეამბოხისა და უსამართლობასთან მებრძოლის თვისებები ჩამოუყალიბდა. ბუნებით წყნარი გოგონა გახლდათ, მორიდებული, ბუზს რომ არ ააფრენდა, მაგრამ გაუთავებელ დამცირებას არ ურიგდებოდა და წყენაზე საკადრის პასუხსაც იძლეოდა. ბავშვობიდანვე შეუპოვარი და მეამბოხე გახლდათ - ზუსტად ისეთი, როგორი სულისკვეთებითაც ამღერდა მოგვიანებით.
ერთხელ სასკოლო გუნდის პედაგოგმა დედამისი სკოლაში გამოიძახა, ამ ბავშვს ისეთი ხმა ამოსდის, ან ექიმს გაასინჯეთ, ან ისეთი მომღერალი დადგება, აგაშენებთო. დიახ, საოცარი ტემბრი ჰქონდა, ექსპრესიულობა და ვოკალური შესაძლებლობები - მთლად უკეთესი. მალე ოჯახი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. დედას თავის გატანაში რომ მიხმარებოდა, ლოს-ანჯელესის კლუბებში ხალხურ სიმღერებს მღეროდა, ხოლო სწავლის ფულს დამლაგებლად მუშაობით აკოწიწებდა. ბოლოს თანხა მაინც შეაგროვა და იმ კოლეჯში მიიღო კლასიკური ვოკალური განათლება, სადაც საქსოფონისტი ერიკ დოლფი და კონტრაბასისტი ჩარლი მინგუსი ეუფლებოდნენ ჯაზურ წიგნიერებას.
ოდეტა ვეებერთელა, მთასავით გოგო გახლდათ, ხავერდივით კანითა და მოკლედ შეჭრილი თმით. ყურებზე უზარმაზარ რკინის რგოლებს იკეთებდა და გაღიმებისას ლოყებზე ფოსოები უჩნდებოდა. ჰო, კიდევ ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: დიდრონი ხელისგულებით ტაშს შემოჰკრავდა ხოლმე და რიტმს მიადევნებდა - ბუნებით ნაბოძებ საკუთარ ინსტრუმენტს ვიყენებო. მართლაცდა, მკაცრი, დრამატული გამომეტყველებით ისეთი ძლიერი ხმით მღეროდა, საყვირის, საქსოფონისა თუ დრამის აკომპანემენტი არც სჭირდებოდა.
სამოციან წლებში ოდეტამ, პიტ სიგერის დახმარებით, სოციალური თემატიკით ნასაზრდოები პირველი სოლოალბომი - The Tin Angel - გამოუშვა, რომელსაც კიდევ 15 ასეთივე მოჰყვა, ფოლკით, გოსპელით, სოულითა თუ ბლუზით გაჟღენთილი სიმღერებით. ერთხელ ბობ დილანის მენეჯერს, ალბერტ გროსმანს, შენიშვნა მიუცია: რას მიედ-მოედებიო? რამე ერთი მიმდინარეობა აირჩიე, ჩამოყალიბდი და მაგას მიაწექი, მსმენელმა წინასწარ უნდა იცოდეს, შენგან რას უნდა ელოდესო. ჭკვიანი კაცი კი გახლდათ, მაგრამ ოდეტამ არაფრად ჩააგდო მისი რჩევა, ჟანრების თუ ჟღერადობის მუდმივ ძიებაში იყო, კონგრესის ბიბლიოთეკის არქივებში დაძვრებოდა და ძველ სიმღერებში იქექებოდა, ხან ჯაზურ ბიგბენდებთან ერთად ნახავდა სცენაზე კაცი და ხანაც სიმფონიურ ორკესტრთან. მოკლედ, ღობე-ყორეს კი იყო მოდებული, მაგრამ მეამბოხის სულისკვეთება არასოდეს დაუკარგავს.
მის ტექსტებს თვალი რომ გადაავლო, ყველაზე ხშირად სამ სიტყვას გადააწყდები: „ძალას“, „ღირსებასა“ და „ხასიათს.“ და ისიც მღეროდა ტერორის, ჩაგვრის, დამცირებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა ბავშვობისას. 1963 წლის 28 აგვისტოს, „ვაშინგტონზე მსვლელობის“ ისტორიულ დღეს, ლინკოლნის მონუმენტთანაც იმღერა.
სამოცდაათიან წლებში, როცა როკ-მუსიკა გამოჩნდა, ოდეტა მივიწყებას მიეცა. ოთხმოცდაათიანებში დაბრუნდა, ისიც ცოტა ხნით - სულ რამდენიმე ტურნე ჩაატარა. სიცოცხლის ბოლო წლებში კი სცენაზე დამოუკიდებლად ვეღარ გამოდიოდა. ვეება ქალისგან თითისტოლა, გამხდარი, ხმელი მოხუცი დარჩენილიყო, მაგრამ ისეთ სპირიჩუელს დასცხებდა, ბარე ორ ახალგაზრდა მუსიკოსს წაახდენდა ხოლმე.
ამასწინათ ტელევიზორში რობერტ პლანტის ინტერვიუს მოვკარი თვალი, იმ მომენტს მივუსწარი, სადაც ლიდბელის სიმღერაზე, Gallows Pole-ზე საუბრობდა. სად ჩვენი და სად ოდეტას ნამღერიო, დაახლოებით ეგეთი რაღაც თქვა, ფოლკის ჰევი-მეტალი იყოო.