რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, ალბათ ერთგვარი შოკი მიიღო 20 ნოემბერს, როცა მოსკოვში, ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში, 22 ათასი გულშემატკივრის წინაშე რინგზე გავიდა, რათა რუსი ძიუდოისტის, სამბისტისა და შერეული ორთაბრძოლების ოსტატისთვის, ფიოდორ ემელიანენკოსთვის ამერიკელი ჯეფ მონსონის დამარცხება მიელოცა.
რუსების ეროვნული გმირის - ემელიანენკოს - შექების პარალელურად, პუტინმა - რომელიც, როგორც ჩანს, მალე კრემლში, პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნდება - თავის აქტივში პოლიტიკური ქულების ჩაწერაც სცადა, მისთვის დამახასიათებელი მაჩოისტური რიტორიკით, რუსი გოლიათების ხასიათის შექებით და ორთაბრძოლაში მონაწილე „ვაჟკაცური, ღია, ნამდვილი მამაკაცებისთვის" ხოტბის შესხმით.
თუმცა აუდიტორიამ, ჩვეული პატრიოტული შეძახილების ნაცვლად, 59 წლის პრემიერ-მინისტრს და ძიუდოს დიდ მოყვარულს სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები შეაგება.
ოპოზიციურმა ბლოგერმა და კორუფციასთან მებრძოლმა პუბლიცისტმა, ალექსეი ნავალნიმ, ამას „ეპოქის დასასრული“ უწოდა.
პუტინისთვის - რომლის მხრიდან „მამაკაცურობის“ გამოვლენის მაგალითები ოკეანის ფსკერზე დაშვებას და ვეფხვის საძილე ტყვიით გაბრუებასაც მოიცავს - კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყო ის ფაქტი, რომ მისი სიტყვა ფედერალური ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მას მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს.
პირდაპირ ეთერში გადაცემულ გამოსვლაში აშკარად ჩანს, რომ სტვენა იკლებს, როცა პუტინი ქომაგებს მოუწოდებს, ემელიანენკოს მიესალმონ; და ისევ იმატებს მაშინ, როცა პუტინი კვლავ აგრძელებს ლაპარაკს.
საინტერესოა, რომ შემდეგ გადაცემებში ეთერში დამონტაჟებული ჩანაწერი გავიდა - სტვენის გამოტოვებით.
ეს ამბავი, შესაძლოა, რუსეთის ყველაზე ძლიერი ფიგურის მიმართ საჯარო უკმაყოფილების გამოხატულების უპრეცედენტო შემთხვევა იყოს. მისი ფონია პუტინის ერთ დროს მაღალი რეიტინგის სწრაფი ვარდნაც.
შარშან რუსეთში მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი 88 პროცენტს შეადგენდა - წელს ის 66 პროცენტამდე დაეშვა. მიმდინარე თვეში მან კიდევ უფრო დაიკლო და 61 პროცენტს გაუტოლდა. პუტინისთვის ეს უპრეცედენტოდ ცუდი მაჩვენებელია - თუმცა, ამის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ რჩება რუსეთის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად.
პუტინის მომხრეები ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს სტვენა პუტინისკენ არ ყოფილა მიმართული.
კრემლთან დაკავშირებული ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ნაშის“ წარმომადგენელმა, კრისტინა პოტუპჩიკმა ვარაუდი გამოთქვა - შესაძლოა, სტვენის მიზეზი ის იყო, რომ ხალხმა ტუალეტამდე მიღწევა ვერ მოახერხაო.
ოფიციალური პირების მტკიცებით, სტვენის ადრესატი შერეული ორთაბრძოლების ამერიკელი ოსტატი, ჯეფ მონსონი იყო - რომელიც რინგიდან სისხლდენით გაიყვანეს. თუმცა, მონსონის „ფეისბუკის“ გვერდზე ათობით რუსი გულშემატკივარი ამხნევებს სპორტსმენს და განუმარტავს მას, რომ სტვენისა და შეძახილების ადრესატი ის არ ყოფილა.
ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციონერი ბლოგერი ოლეგ კოზირევი. მისი თქმით, „ხალხი ძლიერად ნაცემ ოპონენტებს არ უსტვენს. ხალხი უსტვენს პოლიტიკოსებს, ვინც მათ ძალიან მოაბეზრა თავი.“
ნავალნი კიდევ უფრო სარკასტული იყო. „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში მან დაწერა, სტვენის ფონზე, პუტინს სახეზე ერთი კუნთიც არ შეტოკებია - ეს სულ ბოტოქსის ბრალიაო.