ავტორთა ჯგუფის, დაახლოებით, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ გამოვიდა წიგნი-ალბომი „დადიანები“. წიგნში თავმოყრილია დადიანების საგანძურის სრულყოფილი ფოტოკოლექცია. კოლექციაში, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და არისტოკრატიული წრის ცნობილი წარმომადგენლების ფოტოების გვერდით, შეგვიძლია ვნახოთ მსოფლიოს უძლიერესი მეფეების, იმპერატორების, მხატვრების, მწერლების, პოეტების უნიკალური ფოტოები მემორიალური წარწერებითა და სამახსოვრო ხელმოწერებით.
წიგნი „დადიანები“ ასახავს ამ გვარის წარმოშობის ისტორიას, მოგვითხრობს დადიანთა სასახლეებზე, პიროვნებებზე, მათ ნათესავებსა და მეგობრებზე, სამეფო გვარის წარმომადგენლებზე. წიგნში შეტანილია, დახლოებით, 1500 ფოტო, რომლის ავტორებიც დადიანების თანამედროვენი იყვნენ, მათ შორის – დისდერი, ნადარი, დაგრონი, როინაშვილი, ერმაკოვი, ვალერი და ძმები ფერერები და სხვ. თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილი, რომელიც წიგნის ერთ-ერთი ავტორია, აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, მე-19 საუკუნეში მცხოვრებ დადიანებს უყვარდათ ეს ახლადგაჩენილი და იმ დროს ძალზე მოდური ხელოვნება და ფოტოებსაც ხშირად იღებდნენ.
„ვხედავ უცებ, რომ აქ არის დისდერის გადაღებული ფოტო. დისდერი არის ადამინი, რომელმაც ევროპაში ფოტოგრაფიის ტექნოლოგია შეიტანა. მერე ვნახე დაგრონი, ვიფიქრე ნამდვილად ესენი არიან? იმიტომ რომ, ზოგჯერ სიყალბესაც ვაწყდებით ხოლმე და დავიწყე ძებნა, მისი ხელმოწერა როგორი იყო, მისი პასპარტუ და გამაგიჟა იმან, რომ უცებ ვნახე ფელიქს ნადარი. ეს ხომ იცით, რა არის, როცა მუზეუმში გაქვს ფელიქს ნადარი, ეს არის სიმდიდრე“,– ამბობს წიგნის ერთ-ერთი ავტორი ლიკა მამაცაშვილი.
დადიანების ფოტოხელოვნებისადმი სიყვარულის წყალობით, დღეს საშუალება გაჩნდა, წიგნის ავტორებს, პრაქტიკულად, სრულყოფილად ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ის, თუ როგორ ცხოვრობდა დადიანთა თაობები. წიგნის კიდევ ერთი ავტორი, მაია ქუთათელაძე, გვიყვება ფოტოებით აღდგენილი დადიანების ცხოვრების შესახებ:
„აქ არის ნაჩვენები მათი ცხოვრება რეპრესიების დროს და მას შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ოჯახი, რომელიც ევროპაში გავიდა მე-19 საუკუნეში და თავისი კონტაქტები დაამყარა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ავსტრიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან. ზუსტად საფრანგეთში ჰქონდათ ძალზე ახლო ურთიერთობა მიურატებთან, მოგეხსენებთ, სალომე დადიანი აშელ მიურატს გაჰყვა ცოლად. აშელ მიურატი იყო ნაპოლეონის დისშვილის შვილი. სწორედ ამის შემდეგ იწყება მათი მოგზაურობა ევროპაში და ისეთ ოჯახებსა და საზოგადო მოღვაწეებთან დაახლოება, როგორებიც იყვნენ დარვინი, მოპასანი, მანე“, – აღნიშნავს მაია ქუთათელაძე, წიგნის ერთ-ერთი ავტორი.
რით არის დადიანთა გვარი გამორჩეული, რატომ გადაწყვიტეს ავტორებმა ამ გვარის წარმომადგენლების ისტორია წიგნად შეეკრათ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ? საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, წიგნის ერთ-ერთ ავტორი, გიორგი კალანდია გვპასუხობს, რომ დადიანების გვარი გამორჩეულია იმით, რომ მათ დატოვეს უნიკალური სასახლე, სრული ფოტოკოლექცია და საოცარი თავდაგასავალი:
„დადიანები იყვნენ რეფორმატორები ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის, რელიგიის საკითხებში, კანონმდებლობაში, იურისპრუდენციაში და, ამასთანავე, დადიანები იყვნენ საოცრად რომანტიკოსები. ის, რომ დადიანების გვარი დაუკავშირდა ჭავჭავაძეთა გვარს და ამ დაკავშირების მთავარი ხიდი იყო ეკატერინე დედოფალი, ესეც ამ გვარს ძალიან რომანტიკულ ისტორიას სძენს. აქ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ეს არის ის გვარი, რომელმაც მთლიანდ შემოიკრიბა საქართველოს ნაღები ინტელიგენცია“, – ამბობს გიორგი კალანდია და იქვე დასძენს, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გვარი, რომელმაც დაამყარა კავშირი ევროპასთან და მეგობრობდა მათი თანამედროვეობის უდიდეს შემოქმედებთან.
დადიანების ზუგდიდის სასახლის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, რომ უნიკალური ფოტოკოლექციის გარდა, სასახლეში დაცულია სხვა სინტერესო მასალაც, მათ შორის, ნაპოლეონის ნიღაბი, რომელიც მსოფლიოში სულ სამია, არის ასევე ღვთისმშობლის კვართი. ლილი ბერაიას ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს მუზეუმი დადიანების საგანძურის გამოფენას უმასპინძლებს.
„აქ არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გვაქვს მცირე ოქროს ფონდიც, რომლის გამოფენასაც გეგმავს მუზეუმი“.
მათ კი, ვისაც სურს მე-19 საუკუნის საქართველოში მცხოვრები, ევროპულ ყაიდაზე გამოწყობილი და ამ კულტურულ ფასეულობებს ნაზიარები ქართული გვარის, დადიანების შესახებ გაიგოს, მათზე დაწერილ წიგნს უნდა გაეცნოს, წიგნის ფურცლებზე გადმოტანილი ამ გვარის წარმომადგენელთა ფოტოები სრულად შეუქმნის მკითხველს განწყობას, რომ დადიანებთან ერთად მოგზაურობს სასახლის ყვავილებით მორთულ ბაღებსა და ჭადრის ხეივანში.
„ვხედავ უცებ, რომ აქ არის დისდერის გადაღებული ფოტო. დისდერი არის ადამინი, რომელმაც ევროპაში ფოტოგრაფიის ტექნოლოგია შეიტანა...

დადიანები იყვნენ რეფორმატორები ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის, რელიგიის საკითხებში, კანონმდებლობაში, იურისპრუდენციაში...
„აქ არის ნაჩვენები მათი ცხოვრება რეპრესიების დროს და მას შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ოჯახი, რომელიც ევროპაში გავიდა მე-19 საუკუნეში და თავისი კონტაქტები დაამყარა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ავსტრიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან. ზუსტად საფრანგეთში ჰქონდათ ძალზე ახლო ურთიერთობა მიურატებთან, მოგეხსენებთ, სალომე დადიანი აშელ მიურატს გაჰყვა ცოლად. აშელ მიურატი იყო ნაპოლეონის დისშვილის შვილი. სწორედ ამის შემდეგ იწყება მათი მოგზაურობა ევროპაში და ისეთ ოჯახებსა და საზოგადო მოღვაწეებთან დაახლოება, როგორებიც იყვნენ დარვინი, მოპასანი, მანე“, – აღნიშნავს მაია ქუთათელაძე, წიგნის ერთ-ერთი ავტორი.
რით არის დადიანთა გვარი გამორჩეული, რატომ გადაწყვიტეს ავტორებმა ამ გვარის წარმომადგენლების ისტორია წიგნად შეეკრათ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ? საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, წიგნის ერთ-ერთ ავტორი, გიორგი კალანდია გვპასუხობს, რომ დადიანების გვარი გამორჩეულია იმით, რომ მათ დატოვეს უნიკალური სასახლე, სრული ფოტოკოლექცია და საოცარი თავდაგასავალი:
აქ არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, გვაქვს მცირე ოქროს ფონდიც...