Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები სირიას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოდის მოწოდებით, ბოლო მოეღოს ძალადობას სირიაში. ამ მოწოდებას შეიცავს განცხადებები, რომლებიც ობამამ გამოუშვა საუდის არაბეთის მეფე აბდულასთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან ერთად. უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, სირიაში 1700 აღწევს ბოლო თვეებში მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა დღეს ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის ლიდერს და მხარეებმა გაიზიარეს შეშფოთება, გამოწვეული სირიის ხელისუფლების ძალადობით საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. კიდევ ერთ განცხადებაში, ობამამ კამერონთან ერთად მოითხოვა, რომ „დაუყოვნებლივ“ მოეღოს ბოლო ძალადობას. სირიიდან დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჯარები შეიჭრნენ ზღვისპირა ქალაქ ლატაკიაში და ქუჩებში განთავსდა 20-მდე ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი. ლატაკიაში ბევრჯერ გამართულა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მასშტაბური საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG